კომპანია ეარ ტოპის წარმომადგენლები დაიკინის რეგიონალურ მენეჯერებთან ერთად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
შეხვედრა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას საქათველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ასევე სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.








შეხვედრას DAIKIN-ის რეგიონალური წარმომადგენლები და ბრენდის ავტორიზებული სერვის ცენტრის და დისტრიბუტორის – კომპანია ეარ ტოპის მენეჯმენტის გუნდის წევრები ესწრებოდნენ.
გაცნობით ლექციაზე DAIKIN-ის ტექნიკურმა მენეჯერმა და ეარ ტოპის კომერციული გუნდის ხელმძღვანელმა ერთობლივად გააცნეს დამსწრეებს ინფორმაცია 100 წლიანი ისტორიის მქონე იაპონური ბრენდის ეკო-მეგობრული ტექნოლოგიების და უახლესი ტენდენციების შესახებ.