Altherma ტრენინგი

DAIKIN-ის და ეარ ტოპის ერთობლივი ორგანიზებით ბრენდის ინოვაციური თბური ტუმბოს ALTHERMA-ს ტრენინგი ჩატარდა. 

DAIKIN-ის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ALTHERMA-ს შესახებ დეტალური ტექნიკური ინფორმაცია გაუზიარეს.

ტრენინგს, რომელიც სასტუმრო ჰოლიდეი ინ ექსპრესში ჩატარდა, ესწრებოდნენ დაიკინის ავტორიზებული სერვის ცენტრის და დისტრიბუტორის – ეარ ტოპის თანამშრომლები, ასევე კომპანიის პარტნიორები და კლიენტები.